ჩვენ შესახებ
Carspace 2020 წელს შეიქმნა მიზნით, რომ შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ავტომობილის ჩამოყვანის გამოცდილება მომხმარებლისთვის. კომპანიამ სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი და გახდა საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი. დღევანდელი მდგომარეობით Carspace უკვე მოემსახურა 2000-ზე მეტ მომხმარებელს და ჩამოიყვანა 10,000-ზე მეტი ავტომობილი.
Carspace არ არის მხოლოდ ავტომოიმპორტიორი კომპანია; ჩვენ ვართ თქვენი ერთგული პარტნიორი და გარანტორი, რომ საუკეთესო პირობებით, ყველაზე დაბალ ფასად, უსწრაფესად და მაღალპროფესიონალური სერვისით შეძლებთ თქვენთვის სასურველი ავტომობილის შეძენას.
თქვენი ოცნების მანქანას მხოლოდ ერთი ზარი გაშორებთ.
Carspace – საუკეთესო შეთავაზების გარანტი!
საუკეთესო ფასი
Carspace-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ გამორჩეულად დაბალი ფასია. სხვა კომპანიებთან შედარებით ჩვენი დახმარებით საშუალოდ 30%-ით უფრო იაფად შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ ავტომობილი.
მუდმივი მხარდაჭერა
ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ მაღალპროფესიონალურ კონსულტაციას ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხზე და მუდმივ რეჟიმში ჩაგაყენებენ საქმის კურსში. დამატებით წვდომა გექნებათ ჩვენ პლატფორმაზე, სადაც თქვენს პირად კაბინეტში შეძლებთ საჭირო ინფორმაციის ნახვას.
დამატებითი ბენეფიტები
ჩვენს პარტნიორ დილერებს ხშირად ვანებივრებთ სპეციალური შეთავაზებებით და აქციებით. Carspace-ში ერთგულად ვინარჩუნებთ პრინციპს, რომ ვიყოთ საუკეთესო შეთავაზების გარანტი ბაზარზე. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის საჭიროებებს.